საზოგადოება
საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა – პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით საქართველოში, კორნავირუსის რეინფიცირების შემთხვევა მეცნიერულად არ დასაბუთებულა.

მისივე თქმით, მსოფლიოში სულ რეინფიცირების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე 10 შემთხვევას აკვირდებიან, აქედან ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველა ნიმუში მოძიებულია.
„დადასტურებული შემთხვევა საქართველოში ნამდვილად არ არის. ამას სჭირდება პირველი ნიმუში: უნდა იყოს ვირუსის გენეტიკური სეკვენსი გაკეთებული . თქვენ ალაბათ ყველას გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი. ეს ერთ–ერთი პირველი შემთხვევა იყო. ასეთი შემთხვევები ბევრია, თუ ადამიანს სამი თვის მერე ვირუსი დაუდგინდა ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“,–განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google