საზოგადოება
გურჯაანის სათნოების სახლის ბენეფიციარები ადგილზე აღარ ისადილებენ
გურჯაანის სათნოების სახლის ბენეფიციარები ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო ადგილზე ვეღარ ისადილებენ.
სათნოების სახლის დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის განმარტებით, სიტუაცია მანამდის გაგრძელდება, სანამ რეგულაციები და შეზღუდვები არ მოიხსნება.
„სულ 194 ბენეფიციარია გვყავს,აქედან 47 მათგანთან ჩვენი ტრანსპორტით სახლში მიგვაქვს საკვები, რადგან ფიზიკურად გადაადგილება არ შეუძლიათ. დანარჩენები მოდიან ადგილზე, მოაქვთ თავინთი ჭურჭელი და ყველა რეგულაციის დაცვით, თავიანთი წილი საკვები მიაქვთ. ჩვენთან ყველა პირობაა დაცული, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. “

| Print |
FaceBook Twitter Google