საზოგადოება
რა დაავადებების დროს გამოიყენება ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა მისი განსაკუთრებული თისებების გამო, თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელებული მცენარეა. მედიცინაში, მისი თესლი, ფოთოლი, ყვავილები და ქერქი გამოიყენება.

ცხენისწაბლა კარგია:სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მას ასევე შეუძლია თირკმელში ქვების დაშლა და ეფექტური საშუალებაა ბუასილის სამკურნალოდ. ის განსაკუთრებით კარგია ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და შეიცავს ბუნებრივ საპონინებს. ცხენისწაბლას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამავდროულად, ხსნის შეშუპებას. ცხენისწაბლა დაგეხმარებათ, თუ შარდის ბუშტის ანთება გაწუხებთ. ეფექტურია ბრონქების ანთების სამკურნალოდ. ის აძლიერებს სისხლძაღვების კედლებს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მისი გამოყენება ეფექტურია ათეროსკლეროზისა დროს. იყენებენ მკერდის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის, ეფექტურია მასტოპათიის მკურნალობისას. ცხენისწაბლას ნაყოფი და ასევე, მისი ქერქი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. ისევე, როგორც თირკმელების პათოლოგიებისა და მარილების სამკურნალოდ.

ცხენისწაბლას ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ სიცხის დამწევ და კუჭში შემკვრელ საშუალებად. მისი დახმარებით, ასევე მკურნალობენ სხვადასხვა რევმატიულ დაავადებას, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას და გულის არეში ტკივილს.

გულის არეში ტკივილების სამკურნალოდ:
აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცხენისწაბლა, დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ:
აიღეთ ნედლი ცხენისწაბლას ნაყოფი, გაახმეთ ორი კვირის განმავლობაში და დაფქვით. 50 გრამ დაფქულ ცხენისწაბლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყოვნეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში 30-40 წვეთი სამი კვირის განმავლობაში.

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ასევე რეკომენდებულია ფეხის აბაზანები. 50 გრამი გამხმარი ცხენისწაბლას ყვავილები ან ნაყოფი ისევ დაფქული სახით, შეურიეთ ერთ ლიტრ წყალში. წამოადუღეთ, გააჩერეთ 2-3 საათი და მოათავსეთ მასში ფეხები 22-30 წუთის განმავლობაში

ჰემოროის სამკურნალოდ:
ცხენისწაბლას ხუთ გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადმოდგით, მაშინვე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

უცილებლად გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენებები:
ცხენისწაბლა არ შეიძლება გამოიყენოთ თრომბოციტოპენიის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობისას და გასტრიტის დროს.


| Print |
FaceBook Twitter Google