საზოგადოება
ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული- გიორგი გახარია
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამისთვის კი საჭიროა ე.წ დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს ჩამოსცდეს.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ სურვილებზე, დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც ვისაუბრებთ.მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“ - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google