საზოგადოება
საქართველოში 670 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 340 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით მაჩვენებელები ასე გამოიყურება: აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც: მძიმე პაციენტია 670 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი,  347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google