საზოგადოება
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება
პრემიერ–მინისტრის, განცხადებით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 40 ლარით დაჯარიმდება.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პირბადის ტარების დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ, ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური, ვერ მოიგონა, ვიდრე არის პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google