საზოგადოება
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მთის კურორტებზე ძალაში რჩება
მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებაში, ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ ასევე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ. დაველოდოთ კიდევ გარკვეულ პერიოდს, ვნახავთ ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს, თუ გვექნება სტაბილური დინამიკა, ან გაუმჯობესების დინამიკა, შემდეგში ვიფიქრებთ, თუ რომელი შეზღუდვა შეგვიძლია შევამსუბუქოთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google