საზოგადოება
ჟურნალისტობა წარმოსახვაში და პირველი ინტერვიუ - სალომე დათუაშვილის ბლოგი
ოცნებაში ჩემს თავს ჟურნალისტად ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, მაგრამ რეალობამ დამანახა, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა ეს პროფესია.
მე სალომე დათუაშვილი ვარ, სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე. მიყვარს წერა, კითხვა და ხატვა, თუმცა მაინც წერას გამოვარჩევ, თან ჟურნალისტიკა და წერა ხომ განუყოფელია ერთმანეთისგან.

ცოტა ხნის წინ, ქართულის მასწავლებელმა მოგვცა დავალება, აგვეღო ინტერვიუ ბებია-ბაბუებისგან და მოგვესმინა, რას ნიშნავდა მათთვის მამული, გაეხსენებინათ ერთი ტკბილად მოსაგონარი ამბავი.

ავღელდი, არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამეწერა ინტერვიუ. ჩემი ბებია იმ დროს სახლში არ გახლდათ, მამიდასთან იყო სტუმრად.
მეზობლად მედიკო ბებიას ვესტუმრე, ვღელავდი, როგორ უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის ისეთივე სათნო და საყვარელი, როგორიც სინამდვილეშია. თანდათან მეც გავიხსენი, მოვირგე ჟურნალისტის როლი და მედიკო ბებომაც დაიწყო მოყოლა.

მედიკო ჯიქურაშვილს სოფელ ჯიმითში უცხოვრია, 22 წლის ჩალაუბანში გათხოვილა, თუმცა ნაადრევად დაქვრივებულს სრულიად მარტოს უკისრია ოჯახური ტვირთი, ახლა უკვე 86 წლისაა. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში ძიძად უმუშავია, არაერთი თაობა გაუზრდია და ყველა მათგანი საკუთარი შვილებივით დღემდე უყვარს, სითბოს კი წლების შემდეგაც ისევ უხვად გრძნობს გამოზრდილებისგან.

„ოჯახი ჩემთვის ანთებული ლამპარივითაა, რომელიც მუდამ უნდა ენთოს და მისგან გაცემული სინათლე სითბოდ და სიყვარულად უნდა ეფინებოდეს არე-მარეს. სახლში მარტო ვარ, ჩემ შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ, ბევრს მეხვეწებიან, ზამთარში მაინც წამოდი ჩვენთანო, მაგრამ როგორ ჩავაქრო ბუხარში ცეცხლი? განა ეს ენდომებოდა ჩემს სოლიკოს? ამ სახლში დავბერდი, სწორედ აქაური აურა მაძლევს ძალას, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ვიფუსფუსო,“- მეუბნება მედიკო ბებო და იქვე გათხოვების ამბავსაც იხსენებს.

-„ჩემი მშობლიური სახლიდან დღემდე გამოყოლილი ყველა მოგონება მიყვარს. ეს ხომ ბუნებრივია, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. თუმცა დღეს ღიმილის გარეშე არ შემიძლია გავიხსენო ჩემი გათხოვების ამბავი. ჩემმა ძმამ ჯარიდან მოიწერა: „არ მინდა ჩემი და ჩემ გარეშე გათხოვდესო“. ამ სიტყვებმა დამანახა ჩემი ძმის უდიდესი სითბო და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიდან ჩამოსულს უკვე გათხოვილი დავხვდი, გულში ჩამიკრა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია, ამიტომაც მახსოვს ეს დღე განსაკუთრებულად. დღემდე ვგრძნობ მჭიდროდ შემოხვეულ მკლავებს და სითბოს, რომელიც სიბერემდე გამომყვა. ჯერ შენ პატარა ხარ, შესაძლოა ვერ მიხვდე ჩემი სიტყვების მნიშვნელობას, რას ნიშნავს ბავშვობის ადგილები ადამიანისთვის, მაგრამ ყველაფერს წლების შემდეგ გაიაზრებ, როდესაც მოგიწევს მამაპაპისეული სახლ-კარის დატოვება. იქ რჩება შენი სულიერი სიმშვიდის და ტკბილი მოგონებების ადგილი. ვერ დასთმობ, ვერა... და ვერც გაექცევი! რადგან იქ ტოვებ შენი სულსა და გულს სამარადჟამოდ.“ - ამ სიტყვებით დავამთავრე მედიკო ბებოსთან ინტერვიუ.

მივხვდი, რომ ჟურნალისტობა ადვილი ნამდვილად არ არის. უნდა გქონდეს ნიჭი, ამბავი მოკლედ და სხარტად, მკითხველისთვის გასაგები ენით გადმოსცე, არ ვიცი რამდენად გამომივიდა და როგორ გაგაცანით 86 წლის, თბილი, სათნო და კეთილი მედიკო ბებო, რომელსაც მშობლიური სახლ-კარის დატოვებას ისევ მარტოობა ურჩევია, მარტოობა, რომელიც შვილებისა და შვილიშვილების ნახვის მოლოდინითაა გაჟღენთილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს
თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული
მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
13:55 / 02.03.2021
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების
პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ
ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
19:54 / 27.02.2021
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის
გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:08 / 18.02.2021
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით
ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
12:44 / 17.02.2021
სამართალი
ყვარელში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, BMW- ს მარკის ავტომობილის ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
19:43 / 16-02-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და შემდეგ ხეს შეეჯახა.
15:51 / 16-02-2021
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის გარდა ხელმძღვანელები ყველგან შეიცვალნენ.
14:15 / 12-02-2021
ეკონომიკა
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 6-კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება და მეწყერსაშიშ ზონებში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
14:05 / 11-02-2021
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
14:16 / 03-02-2021
სხვა ამბები
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა.
14:32 / 02-03-2021
მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
15:51 / 23-02-2021
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
17:14 / 18-02-2021
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს.
16:27 / 16-02-2021
ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის პირველ და მეექვსე კლასში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ამიტომ კლასები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ.
13:22 / 16-02-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:06 / 04-03-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9640
USD
USD
1
3.3202
GBP
GBP
1
4.5835
TRY
TRY
1
0.4418
RUB
RUB
100
4.4518
ამინდი
გურჯაანი 4 / 17 °C
img
საგარეჯო 1 / 13 °C
img
დ.წყარო 2 / 10 °C
img
სიღნაღი 2 / 16 °C
img
ლაგოდეხი 2 / 13 °C
img
ყვარელი 4 / 17 °C
img
თელავი 3 / 14 °C
img
ახმეტა 2 / 15 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.