ლოჭინიდან ბაკურციხემდე მისაბმელიანი მანქანების გადაადგილება აიკრძალა
თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო
გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. speqtri.ge-ს
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს,რომ ეს გზა მოიცავს
ლოჭინის გადასახვევიდან ბაკურციხემდე მონაკვეთს.
მასალის გამოყენების პირობები