საზოგადოება
გურჯაანის მერმა სოფელ ჩუმლაყში ახლადრეაბილიტირებული საუბნო გზა მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შპს “გუმბათმა” შეასრულა.
პროექტის მიხედვით, მოასფალტდა მე-10 ქუჩის და ჩიხის გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

"ჩვენთვის როგორც ტურისტულად განვითარებადი მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში. გასულ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მათ შორის, სოფელ ჩუმლაყის 3 გზა. წელსაც, 20 ზე მეტი გზის პროექტი უკვე მზად გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში დავატენდერებთ", - არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, სოფელ ჩუმლაყში კიდევ ორი საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google