საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები შეამსუბუქა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.
19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.
ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა.. დაკვირვების შედეგად ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე, მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები.

| Print |
FaceBook Twitter Google