საზოგადოება
ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ექთნის ჯანმრთელობა გუშინ აცრის შემდეგ მალევე დამძიმდა და ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. პაციენტი დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google