საზოგადოება
თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს- თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
,,თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ასევე, მოიმატევს გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან. ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი,“ – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google