საზოგადოება
ავირჩიოთ პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის გზა, ან მოგვიწევს შეზღუდვების ახლიდან შემოღება- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისა და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google