საზოგადოება
დღეიდან დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა
დღეიდან თეატრები და სპორტული კლუბები მაყურებლების, ბავშვთა გასართობი ცენტრები კი სტუმრები მიღებას შეძლებენ.
მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრული დაცვა მოუწევთ. რეკომენდაციები კი იგივე რჩება - მაყურებლები ჭადრაკისებურად უნდა განლაგდნენ, ეკეთოთ პირბადე, გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები და დეზობარიერი.

| Print |
FaceBook Twitter Google