საზოგადოება
ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი შემცირდა
სატრანსპორტო სქემის ახალი, ინტეგრირებული სისტემა თბილისში დღეიდან ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობით, რომელიც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად, 50 თეთრი ეღირება. ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

| Print |
FaceBook Twitter Google