მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების
ამოყვანების დღეს აღნიშნავს.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ
სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის
წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა.
სასწაულმოქმედების ნიჭი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.
ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის
განმავლობაში იდგა. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ
ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ
მირონი სდით. მირონ-ლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა
მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
მას ქართული ეკლესია შეავედრა.
მასალის გამოყენების პირობები