საზოგადოება
რეინჯერებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორია წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ბილიკები ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიზიტორთა გადაადგილება უსაფრთხოდ და თავისუფლადაა შესაძლებელი ოთხივე ტურისტულ ბილიკზე, მათ შორის ,,როჭოს ჩანჩქერის“ და ,,შავი კლდეების ტბის“ მიმართულებით

შეგახსენებთ, რომ 5 და 7 ივლისს სტიქიამ დაცულ ტერიტორიებზე ხეების წაქცევა და ბილიკების ჩახერგვა გამოიწვია, რის გამოც ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით ვიზიტორთა გადაადგილება დროებით შეაჩერა.

| Print |
FaceBook Twitter Google