საზოგადოება
პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა
დღეიდან, პირბადის გამოყენება, ისევე, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებული ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პირბადე / ტარება /