საზოგადოება
შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების გამო 20-მდე დაწესებულება დალუქა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა.

ინფორმაციას ამის შესახებ შრომის ინსპექცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ობიექტებმა სანქციებამდე რამდენიმე გაფრთხილება მიიღეს.

შეგახსენებთ, ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარია, ფიზიკური პირისთვის კი 2 000. გამკაცრებული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google