საზოგადოება
მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეაფასონ რისკები, რაც შეიძლება არჩევნების ჩატარებას ახლდეს - ნინო ლომჯარია
არჩევნების გადადება-არ გადადების საკითხი არ არის წმინდა პოლიტიკური, უფრო მეტად, ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.


მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არსებულ რისკებზე შეფასებების გაკეთებისკენ მიმართა.

„ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული, არათუ პაციენტების მიღება, არამედ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაც ხშირ შემთხვევაში უჭირთ და უგვიანდებათ. შარშან არჩევნების შემდგომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ არჩევნები არის ფაქტორი, რომელიც ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას. როდესაც დღეს ჯანდაცვის სექტორი არის იმდენად გადატვირთული, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე და სტუდენტების ჩართვაზე, ვინაიდან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ გაუგებარია რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე, რადგან ერთ თვეში ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამის გამო შესაძლებელია ვერ მივიღოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. თვითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან ინფიცირებულების რამხელა ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდგომ და არის თუ არა მზად ამისთვის ჯანდაცვის სექტორი. თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგავთ დღეს ამ ნაბიჯს. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვალდებულებაა ფიქრობდეს ამაზე, ამიტომ მათაც მოვუწოდებ, შეაფასონ ის რისკები რაც შეიძლება ახლდეს არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა და დარღვევებიც
გამოიკვეთა. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)-ის მიერ მომზადებულ 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო
პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტი
დარღვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას/წასვლის
იძულებას უკავშირდება.
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა და დარღვევებიც გამოიკვეთა. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)-ის მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტი დარღვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას/წასვლის იძულებას უკავშირდება.
16:19 / 21.09.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ტყის ხანძრების რისკთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების რისკთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.
11:26 / 27.08.2021
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია
ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს
მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი
გაიმართა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:02 / 25.08.2021
ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ
ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების
ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში
წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ, – აცხადებს საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.
ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.
13:04 / 25.08.2021
სამართალი
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
შსს-მ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
10:55 / 17-08-2021
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ვტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
15:15 / 04-08-2021
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
10:38 / 24-08-2021
ქალაქ სიღნაღში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ორი ჭაბურღილი, სამი საქლორატორო და ახალი რეზერვუარი მოეწყო.
17:06 / 06-08-2021
სხვა ამბები
„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით
16:58 / 22-09-2021
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია წარადგინა და დანარჩენი ხუთი პოლიტიკაც შეაჯამა.
16:53 / 22-09-2021
მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
16:44 / 20-09-2021
დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.
16:32 / 20-09-2021
თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +“, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.
16:51 / 19-09-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ეპ ჯორჯია მიწოდება“-ს აბონენტების ნაწილს.
16:49 / 23-09-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6582
USD
USD
1
3.1181
GBP
GBP
1
4.2724
TRY
TRY
1
0.3528
RUB
RUB
100
4.2765
ამინდი
გურჯაანი 10 / 22 °C
img
საგარეჯო 9 / 16 °C
img
დ.წყარო 9 / 13 °C
img
სიღნაღი 10 / 20 °C
img
ლაგოდეხი 11 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 22 °C
img
თელავი 9 / 18 °C
img
ახმეტა 8 / 19 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.