საზოგადოება
ძლიერი დენის გამო გურჯაანში მოსახლეობას საოჯახო ტექნიკა გადაეწვა
დაახლოებით 2 საათის წინ, ქალაქ გურჯაანში, ქოროღლიშვილისა და მის მიდებარე ქუჩებზე ძლიერი დენი მოვიდა, რის გამოც მოსახლეობას საოჯახო დაეწვა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მაღალი ძაბვით მოსული ელექტროენერგიის გამო ნათურები გასკდა, გადაიწვა მაგთის ტელევიზიის მიმღები მოწყობილობები, სეთ თობ ბოქსები, ტელევიზორები, მაცივრები და სხვა წვრილი ტექნიკა.

მოსახლეობა გეგმავს, „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს.

როგორც კომპანიის ცხელ ხაზზე განმარტავენ, ამ დროისთვისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობას სტაბილური დენი მიეწოდება.





| Print |
FaceBook Twitter Google