საზოგადოება
გურჯაანის ბაღებში 21 სექტემბრიდან სასურსათო კალათების გაცემა იწყება
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაღში სასურსათო კალათების გაცემა 21 სექტემბერს დაიწყება.

დაწესებულების ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაგა- ბაღში თვალსაჩინო ადგილზე იქნება გამოქვეყნებული პროდუქტების ჩამონათვალი. გაერთიანება მოუწოდებს მშობლებს სასურსათო კალათების მიღების დროს დაიცვან რეგულაციები.

სასურსათო კალათში იქნება შემდეგი პროდუქტები:
1) ორცხობილა - 1 კგ
2)მაკარონი - 1 კგ
3)შაქარი - 1 კგ
4)ბრინჯი - 1კგ
5)კარტოფილი - 2კგ
6) ზეთი - 1 ლ
7)რძე- 1 პაკეტი
8)ყველი - 0.500 კგ
9)კვერცხი - 6 ცალი
10)ქათამი - 1.200 კგ

| Print |
FaceBook Twitter Google