საზოგადოება
ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში
2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფოთში სულ 23 პროექტი დაფინანსდა, რაც ჯამში 80 000 ევროს შეადგენს.



ქეთევან ბოჭორიშვილი ერთერთია, რომელმაც საკუთარი იდეის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ფინანსური დახმარების შედეგად დაფუძნდა ორგანიზაცია „Vitae - სიცოცხლისთვის“, რომელმაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება დაიწყო.

„2018 წელს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. დიაგნოზის გაგების დღიდან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო - დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ. ამ დაავადებისთვის თვალის გასწორება იმდენად დიდი სტრესი აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა, დამეწყო ბრძოლა. ჩემ გვერდით იდგნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, მედიკოსები, მაგრამ ამ ბრძოლისას მხარდაჭერას მაინც იმ ადამიანებისგან ვეძებდი, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს. როგორ ებრძოლო სიმსივნეს, იმაზე უკეთ არავინ იცის, როგორც ამ დაავადება გადალახულმა. სწორედ ამის გააზრებამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ თავად გავმხდარიყავი ის, ვინც სხვა ქალებს დაეხმარებოდა, გაამხნევებდა, ურჩევდა, გააძლიერებდა მათ და დაუბრუნებდა ძალას საბრძოლველად“ - გვიყვება ქეთევან ბოჭორიშვილი, რომელმაც შეძლო და სიმსივნე ორი წლის წინ დაამარცხა.

დღეს ქეთევანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია და საინფორმაციო თუ თერაპიულ აქტივობებს 20-მდე ქალთან ერთად ახორციელებს. ეს ქალები ერთმანეთს სიმსივნის დიაგნოზმა დააკავშირა და ახლა ერთად ცდილობენ ფოთში სხვა ქალების დახმარებას:

„ფოთში ამ მიმართულებით არც მედიკოსები, არც ფსიქოლოგები თუ ფსიქიატრები არ მუშაობენ, არა და საჭიროება ნამდვილად გვაქვს. ამ გრანტმა მომცა შესაძლებლობა, ამეღო პასუხისმგებლობა და ონკოპაციენტებს დავხმარებოდი ფსიქოლოსოციალური მომსახურების მიღებაში. პროექტის ფარგლებში ძალიან საჭირო ღონისძიებები განვახორციელეთ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად როგორც თავად დაავადების, ასევე პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. პაციენტებისთვის დისტანციურად ხორციელდებოდა ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიული კურსები. რამდენჯერმე, თერაპევტის ფოთში ჩამოყვანაც შევძელით. ჩავატარეთ ვებინარი ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით სიმსივნისგან გამოწვეულ სტრესს COVID-19 პანდემიის პირობებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ისეთი რისკ ჯგუფისთვის, როგორიც ონკოპაციენტები არიან.“ - ამბობს ქეთევანი.



ინგა უბერია 45 წლისაა. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია ერთი წლის წინ დაამარცხა. ქეთევანის არსებობის შესახებ სრულიად უცხო ადამიანისგან შეიტყო და ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან დაეხმარა დაავადებასთან ბრძოლისას:

„როცა დიაგნოზი გავიგე, არაფერი ვიცოდი. შემდეგ ქეთი აღმოვაჩინე. მივყევი რჩევებს, ჩავიტარე ყველა საჭირო კურსი და დაავადება რვა თვეში დავამარცხე. ამის შემდეგ, მეც აქტიურად ჩავერთე ქეთისთან ერთად პროექტში, დავყვებოდით ქალებს გამოკვლევებზე, ვამხნევებდით და ვცილობდით მათ მხარდაჭერას. ფოთში თითქმის არავის ჰქონდა ინფორმაცია, როგორ უნდა გამკლავებოდა ამ დაავადებას და როგორ მოეხდინა პრევენცია. ერთად მოვამზადეთ რამდენიმე საინფორმაციო ბროშურა და ვიდეორგოლი, რის შემდეგაც კიდევ შემოგვემატნენ ქალები და ახლა საკმაოდ დიდი წრე ვართ, რომელიც ნელ-ნელა იზრდება. უამრავი ადამიანი მოგვმართავს. დათრგუნულ ადამიანს უჭირს დაავადებასთან ბრძოლა, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ გავამხნევოთ და დავეხმაროთ.“ - ამბობს ინგა უბერია.

კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელსაც ფოთში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩაეყარა საფუძველი, ონლაინ მედია - „თავისუფალი პლატფორმაა“. ამჟამად, მედია არხი ადგილობრივ ტელევიზიად ყალიბდება. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, გადასაღები და ხმის ჩამწერი სტუდიები მზადების პროცესშია და ფოთში ძალიან მალე ახალი ტელევიზია დაიწყებს მაუწყებლობას.



პროექტი 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და ონლაინ სივრცეში ტელევიზია ამავე წლის ოქტომბერში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ონლაინ რეჟიმში მაუწყებლობს, მცირე, მაგრამ ერთგული მაყურებელი უკვე ჰყავს. ბაქარი ერაგია „თავისუფალი პლატფორმის“ შემეცნებითი მიმართულების ხელმძღვანელია და გვიყვება, თუ რა გზა გაიარეს მათ იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე:

„იდეა, შექმნილიყო შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის პლატფორმა ფოთში, რომელიც ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ აქტიურ ჯგუფებს ტრიბუნას დაუთმობდა, დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. იდეის ავტორებმა ფოთის მუნიციპალიტეტს იქამდე მიმართეს, სანამ ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოცხადდებოდა, თუმცა მის განსახორციელებლად ბიუჯეტში საჭირო ფინანსური რესურსი არ აღმოჩნდა. უკვე მას შემდეგ, რაც ფოთის მერიამ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, შესაძლებელი გახდა, იდეა განგვეხორციელებინა. „თავისუფალი პლატფორმა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ფოთისთვის. ეს სივრცე ყველას აძლევს თვითდამკვიდრების საშუალებას. ჩვენ ღია ვართ ადამიანებისთვის, რომლებსაც საინტერესო გადაცემის იდეა აქვთ“, - ამბობს ბაქარ ერაგია.



გიორგი კოკაია ონლაინ მედიის პროდიუსერია. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ერთერთ წამყვან ტელევიზიაში პროდიუსერ/რედაქტორად - „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ფოთში შეგვექმნა ტელევიზია, რომელსაც განსხვავებული ფორმატი ექნებოდა - ადამიანებს თვითრეალიზების საშუალებას მისცემდა, ფოთში ცხოვრებას საინტერესოს გახდიდა და პოზიტიურ როლს ითამაშებდა არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე. როგორც ხედავთ, მალე დავასრულებთ რემონტს და სატესტო რეჟიმის შემდეგ მაუწყებლობასაც დავიწყებთ. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი კონტენტი შეიქმნება და სულ მალე ის ფოთის მაცხოვრებლებისთვის საყვარელი არხი გახდება. ამ ეტაპზე კი, რამდენიმე გადაცემის იდეა გვაქვს, რომელიც სტუდიაში სარემონტო სამუშაოების დასრულდებისთანავე იხილავს დღის სინათლეს“ - ამბობს გიორგი.

სატელევიზიო მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკა, რაც ახლა ორგანიზაციას გააჩნია, სწორედ ევროკავშირის ფინანსური დახმარების შედეგადაა შეძენილი: „ევროკავშირის საგრანტო პროექტმა მოგვცა ის ფინანსური საფუძველი, რაც ამ იდეის განსახორციელებლად აუცილებელი იყო. შევიძინეთ კამერები, დრონი, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი ტექნიკა და სხვა საჭირო აღჭურვილობა. რომ არა ეს პროექტი, თავისუფლების პლატფორმის იდეა იდებოდა თაროზე და დაიმტვერებოდა. ახალგაზრდები ხშირად გამოთქვამენ წუხილს, რომ ფოთში არ ყოფნით გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, თითქმის არ იგეგმება არანაირი აქტივობა და ერთფეროვანი გარემოა. „თავისუფალი პლატფორმა“ სწორედ კრეატიული ადამიანებისთვის შექმნილი ღია სივრცეა, შეხედულებების, იდეების, კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად“ - ამბობს ბაქარ ერაგია.

პროექტი “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” 2018 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას ისახავს მიზნად. მუნიციპალიტეტების მმართველობის ეფექტურობისა და გაძლიერების გარდა, პროექტის აქტივობების დიდი ნაწილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მათი საჭიროებების მხარდასაჭერადაა მიმართული.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ევროკავშირი /
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.