საზოგადოება
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი ნოემბრის დასაწყისში დაიწყებს ფუნქციონირებას
გურჯაანში მიუსაფარ შინაურ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური მართვის სააგენტო დაახლოებით ნოემბრის პირველი რიცხვებისკენ დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ზავრაშვილმა განაცხადა, ამისთვის დაწესებულებაში ყველა საჭირო ინვენტარია განთავსებული.

„შემოვიტანეთ სახარჯი მასალა, ყველა ქირურგიული დანადგარი, სტერილიზატორი, შევიძინეთ სპეციალური საკვებური ჯამები, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, გვაქვს გადასაყვანი გალიები, შემოვიტანეთ დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი მედიკამენტები, გადასასხმელი სისტემები, ფაქტობრივად ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა. ყველა თანამშრომელი დატრენინგებულია, ჩვენმა ქირურგებმა უკვე ჩაატარეს ოპერაციები. ტრენინგის მანძილზე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 168 ცხოველია გასტერილებული. თანამშრომელთა გუნდი ნაწილობრივ უკვე დაკომპლექტებულია.“

მისივე თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და დაახლოებით ერთ კვირაში მანქანებსაც შეიძენენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თავშესაფარი /