საზოგადოება
ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე საერთაშორისო შეთანხმება შედგა
გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.


პლანეტის მასშტაბით, მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ მიმართული პროექტებისთვის გამოიყო 19.2 მილიარდ აშშ დოლარი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო რესურსებიდან.

ქვეყნებზე, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, მსოფლიოს მწვანე საფარის 85% მოდის. ამ ქვეყნებს შორის არის, კანადა, ბრაზილია, რუსეთი, ინდონეზია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო და ა.შ.შ.

შეთანხმებას სულ 105-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი.

შეთანხმებაზე ხელისმომწერმა 28 სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ტყეების გაჩეხვის შეჩერებასთან ერთად, ვაჭრობიდან ამოიღებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა პალმის ზეთი, კაკაო და სოიო.

მსოფლიოს უდიდესმა 30-ზე მეტმა ფინანსურმა კომპანიამ, რომელთა შორისაა “Aviva”, “Schroders” და “Axa’- ასევე ერთვებიან ტყეების გაჩეხვის საწინააღმდეგო აქტივობებში.
| Print |
FaceBook Twitter Google