საზოგადოება
190-ზე მეტი ერი და ორგანიზაცია ქვანახშირზე უარის თქმას აპირებს
BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ნახშირის მთავარი მომხმარებლები, მათ შორის ,პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილე იღებენ პასუხისმგებლობას უარი თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე. რაც გამოიხატა 2021 წლის გლაზგოვის კლიმატის ცვლილების სამიტზე.

ნახშირი ერთადერთი უდიდესი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ნახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის შემცირებისკენ დიდი ნაბიჯებია გადადგმული , 2019 წელს ელექტროენერგიის 37% ქვანახშირისგან იყო მიღებული.

თუმცა ნახშირზე დამოკიდებულმა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ავსტრალია, ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ.შ , შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

შეთანხმებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები და ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, შეწყვიტონ ნახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტირება.

გაერთიანებული სამეფო ასევე აცხადებს, რომ 2030 წლისთვის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ხოლო 2040 წლისთვის შედარებით სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები შეწყვეტენ ქვანახშირისგან მიღებული ელექტოენერგიის გამოყენებას.
| Print |
FaceBook Twitter Google