საზოგადოება
"უფასო პური" - ქველმოქმედება დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ვალერი ბოჭორიშვილმა, დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით პური იყიდა და გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგა.
როგორც მან speqtri.ge-სთან აღნიშნა, ქველმოქმედების სურვილი პანდემიის გამო  გაუჩნდა.

-"პანდემიის დასაწყისშივე ჩემს სოფელში უამრავი კარგი ხალხი გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებს მაძლევდა და მოხუცებთან მიმქონდა, ეს რამდენიმე თვე ყოველდღიურად გრძელდებოდა. შემდეგ იმდენად გამიჯდა სიკეთის კეთების სურვილი, მე თვითონ, ჩემი სახსრებითაც დავიწყე ადამიანების დახმარება. გუშინ მქონდა დაბადების დღე. ნაჩუქარი ფულით პური ვიყიდე და თელავში, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მათ დავურიგე. საახალწლოდ სულ უფრო მეტად  მეფიქრება ხოლმე იმ ადამიანებზე, ვისაც პურის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ,"-გვითხრა ვალერიმ.

თელაველი ახალგაზრდის ამ საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა.
| Print |
FaceBook Twitter Google