საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით
მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებები.
კანონპროექტი ითვალისწინებს:
• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული
გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება
მოხდება რეალურ პირობებში;
•
მოპედების რეგისტაციას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით,
2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება მართვის მოწმობის
ჩაბარება რეალურ პირობებში მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო 7
ნოემბრიდან ყველა დანარჩენი კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებისთვისაც.
მასალის გამოყენების პირობები