საზოგადოება
Მწვანე პასპორტის აპლიკაცია ხელმისაწვდომია
დღეიდან საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ მარტივი რეგისტრაცია მობილურ აპლიკაციაში, სადაც მათი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი ავტომატურად აისახება.
„აქ არ არის რომელიმე მწარმოებლის ე.წ. სმარტფონზე საუბარი. სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს, როდესაც საუბარი გვაქვს აპლიკაციაზე. თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია", - აღნიშნა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან საუბრისას გიორგი ღიბრაძემ.


აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health ხელმისაწვდომია როგორც Iphone-ის, ასევე ანდროიდის მომხმარებლებისთვის.


"17 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა",-ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
| Print |
FaceBook Twitter Google