საზოგადოება
მადლიერების კვირეული დაიწყო
ბოლო წლებში მადლიერების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოშიც პოპულარული გახდა.

მადლიერების დღეს უმეტესწილად აშშ-სა და კანადაში აღნიშნავენ. დღესასწაულს რელიგიური ფესვები აქვს, რადგანაც მისი აღნიშვნა მოსავლის აღებასთან და ღმერთისთვის მადლობის გადახდასთანაა დაკავშირებული, თუმცა მადლიერების დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერო დღესასწაულადაა აღიარებული.
ამ დღესასწაულის პირველად აღნიშვნის თარიღი და ადგილი სადავოა. თუმცა, მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად აღინიშნა პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს. დღესასწაული, როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით.

ამერიკაში დღესასწაულს ნოემბრის მეოთხე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. საქართველოშიც იგივე თარიღია შერჩეული, თუმცა, ამ დღესასწაულის რეალური არსიდან ძალიან შორსაა. ჩვენს ქვეყანაში ამ თარიღთან დაკავშირებით, მხოლოდ სხვადასხვა მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტებში ფასდაკლებები და აქციებია.

წელს მადლიერების დღე 25 ნოემბერსაა. ამერიკაში დღესასწაული საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ხოლმე. ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში სხვადახვა ქალაქებშიც კი ცხოვრობდნენ, ამ დღისთვის ერთად იკრიბებიან, რათა ოჯახთან გაატარონ მადლიერების დღის საღამო. ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები ერთმანეთის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ-ეუბნებიან სამადლობელ სიტყვას, რისთვის არიან ამ წლის მადლობელნი.

დღეს მადლიერების დღის ყველაზე გავრცელებული სიმბოლო ინდაურია. 1947 წელს, პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის დროს ამერიკაში ჩაისახა ტრადიცია, რომელიც დღემდე არსებობს. პრეზიდენტ ტრუმანისთვის „ინდაურთა ფედერაციას“ ერთი ცოცხალი და ორი უკვე მომზადებული უნდაური უჩუქებია. პრეზიდენტმა ცოცხალი ინდაური აღარ დააკვლევინა და ის „შეიწყალა“.

შეიძლება ითქვას, რომ მადლიერების დღესასწაული ოჯახებს თუნდაც ერთი დღით აერთიანებს და გვაახლოებს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან. გვაფიქრებს გავლილ წელიწადზე და შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ მადლიერები ყველაფერი კარგისთვის, რაც ამ წელიწადმა მოგვიტანა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კახეთში, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარეობს,
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლია.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარეობს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლია.
11:30 / 27.11.2021
პარტია
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. მეზვრიშვილი მადლობას უხდის იმ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ამ ბრძოლაში წვლილი შეიტანა.
20:49 / 25.11.2021
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის
ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
11:31 / 23.11.2021
26 ნოემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის
პოპულარიზაციისა და საბაზო კავშირების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი
გაიმართება.
26 ნოემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზო კავშირების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გაიმართება.
17:07 / 22.11.2021
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
17:07 / 18-11-2021
თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 
14:54 / 12-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, შესარიგებლად შეიკრიბნენ.
16:58 / 01-11-2021
ეკონომიკა
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაკაბეთი-ჭერემი-ზეგაანის გზის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.
16:24 / 12-11-2021
სხვა ამბები
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მოსაწვევი მიიღო.
11:46 / 22-11-2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
16:46 / 19-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრსელო პროცესი 22 ნოემბრიდან ვერ განახლდება.
16:35 / 18-11-2021
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.
14:03 / 18-11-2021
არჩევნები 2021
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
14:36 / 05-11-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
USD
USD
1
3.0967
GBP
GBP
1
4.1233
TRY
TRY
1
0.2555
RUB
RUB
100
4.1048
ამინდი
გურჯაანი 8 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 14 °C
img
დ.წყარო 8 / 12 °C
img
სიღნაღი 6 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 16 °C
img
ყვარელი 8 / 18 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.