საზოგადოება
საბოლოოდ არ არსებობს მოგებული მომხმარებელი - საშიში ექსპერიმენტი
გიორგი ქართლელიშვილის ბლოგი

მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ, შეიძლება ითქვას, საშიშ ექსპერიმენტზე მოგიყვეთ. როდესაც ჯერ კიდევ მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი და ვიგებდი ადამიანებისგან, რომ ვიღაც კაზინოში თამაშობს და ამის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ზოგი თურმე სახლსაც კარგავს ან საერთოდ თავს იკლავს, ძალიან მიკვირდა, არც კი მჯეროდა. ისეთივე გაუგებარი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, როგორც სიგარეტზე დამოკიდებულება-ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა მოწევა და ამ დროს დღეში ორ-სამ კოლოფს ყიდულობს. ეს ფენომენი ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, მართლა ვერ ვიგებდი ასეთი ადამიანების ქცევას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი ირეოდა.




გავხდი თუ არა 18 წლის, მაშინვე შევუდექი ჩემი ექსპერიმენტის განხორციელებას, რათა საბოლოოდ დამენგრია სტერეოტიპი ამ „ჯადოსნური“ „ზებუნებრივი“ ფენომენის შესახებ, რომელსაც ხალხი დამოკიდებულებას უწოდებს. დავრეგისტრირდი ერთ-ერთ ონლაინ კაზინოში და შევიტანე ჩემი პირველი „შენატანი“. ეს ის ღირებულებაა, რომელიც გადავიხადე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი „დამოკიდებულების“ არ არსებობაში. ახლა, ბევრი თქვენგანი ალბათ კიდევ ეჭვის თვალით კითხულობს ამ ტექსტს, თუმცა თუ გსურთ, რომ დარწმუნდეთ ჩემს სიტყვებში, ბოლომდე წაიკითხეთ ეს ისტორია.



პირველი დღე, რა თქმა უნდა, მოგებით დაიწყო. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ ვითამაშებდი სლოტებს, რადგან მინდოდა სხვა ადამიანებთან მეთამაშა ის, რაც ასე თუ ისე, ვიცოდი. ჩავუჯექი ბურას. დავიწყე პატარა თანხით, 1 ლარით და აჰა, ჩემი პირველი მოგებაც მოვიდა. ამ მოგებამ გააქარწყლა შიში, რომელიც მქონდა. მართალია, ჩემი მიზანი თავიდანვე მტკიცე იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერმენტს წარმოადგენდა, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს, სულაც არ მინდოდა თუნდაც 1 ლარის გადაგდება იქ, სადაც ვიცოდი, რომ თავიდანვე ყველა წაგებულია. -გაინტერესებთ რა იყო შემდეგ?- არაფერი ჯადოსნური-წაგება! წაგებას მოჰყვა მეორე და მესამე წაგება, შემდეგ მოგება და ასე, სანამ ანგარიში 0-ს არ მიუახლოვდა. ეს დღე საბოლოოდ 15 ლარიანი „მოგებით“ დავასრულე. დიახ, 15-ლარინი მოგებით, რომელიც იგივე იყო, რაც 35-ლარიანი წაგება, მაგრამ ხომ მოვიგეთ!



ყველაზე საინტერესო შემდეგ დღეებში დაიწყო. აღმოვაჩინე, რომ თუკი პატარა თანხას მოვიგებდი, შემდეგ კი შედარებით დიდ თანხას „ჩავიდოდი“, მოგების შანსიც იზრდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე, სანამ დღეში 50-ჯერ დანახულ „ავატარს“ არ შეხვდებოდი. სიმართლეს გეტყვით, სულ ეს არის მთელი წრე. თამაშობ, მოგებასა და წაგებას თუ აბალანსებ, ბედნიერი ადამიანი ხარ, მაგრამ თუკი ანგარიში გითავდება და თანხას კიდევ რიცხავ იმისთვის, რომ ერთი ასეთი წრე კიდევ დაარტყა - გილოცავ, ანკესზე ხარ წამოგებული! ახლა შეგიძლია თქვა, რომ დამოკიდებული ხარ. არ გინდა თამაში, მაგრამ რაღაც ძალა გაიძულებს. არადა, მხოლოდ შენ იღებ გადაწყვეტილებას, შენი აზარტი დააკმაყოფილო თუ არა. აქვე კიდევ ერთ ჭეშმარიტებასაც გაგიზიარებთ, აზარტს ვერასდროს დააკმაყოფილებთ! მილიონი ლარიც, რომ მოიგოთ, თუკი საკმარისად არ დაფიქრდებით და მტკიცე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, მეტის მოგების იმედით, ამასაც დაკარგავთ! ეს არის სქემა, რომლითაც კაზინოები მთელ მსოფლიოში მუშაობენ.



საბოლოოდ, ჩემი ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ უზომოდ ბედნიერმა გავაუქმე რეგისტრაცია. აქ არის ჩათრევის კიდევ ერთი მთავარი საიდუმლო. ჩემი ანგარიშის გაუქმება, უბრალოდ არ უნდოდათ, იმდენ ხანს უტოვებდნენ „სიცოცხლის შანსს“- ანგარიშის აღდგენის შესაძლებლობის სახით, რამდენ ხანსაც ეს შეიძლებოდა. საინტერესო ისაა, რომ ანგარიშს საბოლოოდ ცხელ ხაზზე დარეკვითაც ვერ გააუქმებ, ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს, რომ როდესმე იქნებ შეხვიდე და აღადგინო რეგისტრაცია, რათა კვლავ ჩაება ფერხულში. საბოლოოდ, იძულებული გავხდი და ჩემი საბანკო ანგარიშები თავადვე დავბლოკე აზარტული თამაშებისთვის.



მოკლედ, ამდენი რისთვის ვილაპარაკე? მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს ვუთხრა, არ არსებობს დამოკიდებულება, რომელიც თქვენ არ გინდათ. ჩემი ექსპერიმენტის მიზანიც ამის დამტკიცება იყო. სიმართლეს გეტყვით, მაინც მჯეროდა, რომ იქნებ რამე მომეგო კიდეც, რატომაც არა. ვიღაც ხომ იგებს? -ეს მხოლოდ ანკესით შემოგდებული იმედია, რადგან საბოლოოდ არ არსებობს მოგებული მომხმარებელი. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია ჯერ იპოვოთ ადამიანი, რომელმაც მოიგო, შემდეგ კი კითხოთ, რამდენი წააგო...



რაც შემეხება მე. ამ შემთხვევაში, რიგითი წაგებული გამოვედი, როგორც კაზინოს მომხმარებელი, მაგრამ მოგებული, როგორც ადამიანი, საქართველოს მოქალაქე!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.