საზოგადოება
კახეთის გუბერნატორი - პოსტკოვიდურ მკურნალობას გავდივარ და ნასვამი ვერ ვიქნებოდი
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის ბრალდებას, თითქოს ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, როდესაც ავარიაში მოჰყვა, სიცრუეს უწოდებს.
ამის შესახებ მან speqtri.ge-სთან განაცხადა.

"ქართული ოცნების" ღონისძიება, რომელსაც ბოტკოველი ახსენებს, ჩატარდა შაბათს, ავტოსაგზაო შემთხვევა კი კვირას საღამოს მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე, როდესაც სიღნაღიდან თელავში ვბრუნდებოდი. მანქანას ვმართავდი მე, მარტო ვიყავი, უკნიდან შევეჯახე დიდ მანქანას. მსუბუქი დაზიანებები მაქვს და ახლა გავდივარ მკურნალობას. ნასვამობას რაც შეეხება, ნასვამი ვერ ვიქნებოდი, კოვიდი მქონდა ცოტა ხნის და პოსტკოვიდურ მკურნალობას გავდიოდი. სიცრუეა ისიც, თითქოს თელავის საავადმყოფოს მივაკითხე, პირველადი დახმარება გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში აღმომიჩინეს,"- აცხადებს შიოშვილი.

კახეთის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ბოტკოველის ცილისწამებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართოს.
| Print |
FaceBook Twitter Google