საზოგადოება
მოსახლეობისათვის საახალწლო სასურსათო კალათების გაცემა 25 რიცხვიდან დაიწყება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსახლეობისთვის საახალწლო სასურსათე კალათების გადაცემა 25 რიცხვიდან დაიწყება. მერის მოადგილის ლერი გელენავას განმარტებით, წელს საახალწლო ნობათები 700-მდე ოჯახს გადაეცემა.



„ არიან მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ასევე შშმ პირები და რამოდენიმე 100 წელს მიღწეული ადამიანი. გვაქვს 80 ლარიანი, საკმაოდ მრავალფეროვანი პაკეტი, რომელშიც 13 სახეობის პროდუქტი შედის. შარშან დავეხმარეთ 500 ბენეფიციარს წელს ვეხმარებით 700 , ეს გამოწვეულია იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. “

მისივე თქმით სასურსათო კალათებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

 

| Print |
FaceBook Twitter Google