საზოგადოება
გურჯაანის ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო
დღეს გურჯანის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაღში სასურსათო კალათების და საახალწლო პაკეტების გაცემა დაიწყო.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა შორენა ფროდიაშვილმა ღნიშნა, პროდუქტი 1970 აღსაზრდელზეა გათვლილი.
„დღეს დაიწყო სასურსათო კალათების გაცემა ამასთან ერთად გაიცემა საახალწლო ტკბილეულის პაკეტიც. გაცემა ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით მიმდინარეობს და გათვლილი გვაქვს რომ პროცესი დღესვე უნდა დასრულდეს. სასურსათო კალათა 15 დასახელების პროდუქტისგან შედგება, ხოლო საახალწლო პაკეტში 9 სახის ტკბილეული შედის. “

მისივე თქმით, სასწავლო სააღმზრდელო პროცესის დაწყება 17 იანვრისთვის იგეგმება, თუმცა თუ სიტუაცია არ დარეგულირდა და ბაღები არ გაიხსნა, სასურსათო კალათები მომავალშიც გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google