საზოგადოება
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.

“უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,”-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ ამ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. კერძოდ, 23 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე გათავისუფლებულები არიან.
| Print |
FaceBook Twitter Google