საზოგადოება
წყალტუბოში მგლები ადგილობრივებს თავს ესხმიან
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე მყოფებს თავს დაესხა.
დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. კლინიკის ექიმი ზურაბ წულაია აცხადებს, რომ პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ხელზე აქვთ. მათ ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება. გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

newposts.ge-ს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა რამდნიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფელშიც დაფიქსირდა. სოფელ ფარცხანაყანებში, ადგილობრივების თქმით, დაკბენილია რამდენიმე ადამიანი, ასევე ცხვრები და ძაღლები.

მგლები მოსახლეობის ეზოებში აღწევენ და მათ ღამით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ.

მოსახლეობა ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა გამოყონ მონადირეები და ადგილობრივებს მისცენ ტყვიები, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მგელი / წყალტუბო /