საზოგადოება
ვაქცინაციას უნდობლობას გამოკითხული მოსახლეობის 42 % უცხადებს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 42% ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, 25% ამბობს, რომ აიცრება, 3%-მა არ იცის. რაც შეეხება მათ ვისაც უკვე ჩატარებული აქვს აცრა, ასეთი გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ია.



NDI-ის ინფორმაციით, ვაქცინირებული მოქალაქეების თითქმის მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას ზამს. ბუსტერთან დაკავშირებულ კითხვას გამოკითხულთა 54%-მა უპასუხა, მათ, რომლებიც უკვე აიცრნენ ან აპირებენ აცრას. შედეგები ასე გადანაწილდა.

დიახ გავიკეთებ ბუსტერ დოზას - 63%;
არ ვიცი- 20% ;
არა, არ გავიკეთებ- 14% ;
უკვე გავიკეთე - 3%.

ბავშვების აცრის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა.
კითხვაზე: აცრიდით თუ არა თქვენს შვილს კორონავირუსის წინააღმდეგ? - გამოკითხული მოსახლეობ ის 59 %-ის პასუხია - არა. 26% ამბობს, რომ აცრიდა, 15%-მა არ იცის, და მხოლოდ 1% ამბობს, რომ უკვე აცრა თავისი შვილები.


შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს შორის ჩატარებული 2 099 სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილება არის +/- 1.4%-ია.

კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით.


| Print |
FaceBook Twitter Google