საზოგადოება
როდის დაასუფთავებენ „ახტალის ხევს“
ქალაქ გურჯაანის ცენტრში არსებული „ახტალის ხევი“ ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული. უკანონო ნაგავსაყრელი დღითიდღე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ივსება, პრობლემა კი დღემდე გადაუჭრელია.

მოსახლეობა ამბობს, რომ საშინელი სუნის გამო ხიდზე გავლა შეუძლებელია. რა პერიოდულობით ასუფთავებენ ახტალის ხევს? - ამ კითხვაზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბიჭიკო მაისურაძემ გვიპასუხა, რომ დასუფთავება „საჭიროებისამებრ ხდება.“

„კონკრეტულად ეს ხევი წელიწადში ერთხელ მაინც იწმინდება. რაც შეეხება დანარჩენ ხევებს (იგულისხმება ბელახევი, ავტ.) მათი დასუფთავება იშვიათად ხდება, ორ წელიწადში ერთხელ.“ 

მისივე თქმით, ახტალის ხევის დასუფთავებაზე ტენდერი მომდევნო კვირაში გამოცხადდება, რის შემდეგაც, ორ კვირაში გაწმენდენ.



XXXX

| Print |
FaceBook Twitter Google