საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციის შესახებ
2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, -ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას.

„28 მარტიდან პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს საშეღავათო ფასი;
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.“ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებშია გაწერილი.



| Print |
FaceBook Twitter Google