საზოგადოება
თელავში ყველა საბავშვო ბაღი დაიხურა
რთული ეპიდვითარების გამო, თელავის მუნიციპალოტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი დაიხურა.  ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბიშვილმა განუცხადა.
" 17 იანვრიდან დავიწყეთ სწავლა, პირველ კვირას მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებდით ეპიდსიტუაციას, 24-დან დაიწყო წერტილოვნად თუ მასიურად ბაღების დაკეტვა, 31 იანვრისთვის უკვე 18 ბაღი იყო დახურული მთლიანად, საღამოს კიდევ 4 მიემატა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ჯანდაცვის სამსახურთან კოორდინაციით, მიიღო დახურვის გადაწყვეტილება. როგორც კი მედიკოსები მოგვცემენ ნებართვას, ბაღები გაიხსნება.

არ მგონია ერთ თვეზე მეტს გაგრძელდეს, სავარაუდოდ, პირველი მარტიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი,"-განაცხადა ია ლუარსაბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თებერვალში ყველა აღსაზრდელს 11 პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო კალათები გადაეცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google