საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ასამდე ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის (კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულოა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სისტემა ყველას არ აქვს დანერგილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, დაწესებულებებს ამ მიმართულებითაც აქტიურად ამოწმებენ.

„სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა. სააგნეტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა.“ - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორსა და გაერთიანებებთან მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.



| Print |
FaceBook Twitter Google