საზოგადოება
ლაურა ხარიტონაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი პიროვნება გამოაკლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” დამფუძნებელი, ლაურა ხარიტონაშვილი, კორონავირუსით გარდაიცვალა.

ის აქტიურად მუშაობდა ქალთა უფლებების, თემის განვითარების და ახალგაზრდული მიმართულებით. სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით, ატარებდა შეხვედრებსა და ტრენინგებს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ იორმუღანლოსა და კაბლის თემში, რითაც ხელს უწყობდა ქალთა გაძლიერებას.

სპექტრის რედაცია მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლაურა ხარიტონაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრნობს მის ოჯახს.


| Print |
FaceBook Twitter Google