საზოგადოება
ვის შეუძლია ისარგებლოს გურჯაანის მერიის სოციალური პროგრამებით
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 2022 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 273 ათას 560 ლარს შეადგენს, საიდანაც სოციალური დაცვის მიმართულებით 1 მილიონ 973 500 ლარია განაზღვრული.
როგორც speqtri.ge-ს სამსახურის უფროსმა, სოფიო ქუმსიაშვილმა განუცხადა, პრიორიტეტული მიმართულებებია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

„პრიორიტეტულია 0-დან 1 წლამდე ბავშვების საკვების თანადაფინანსება, სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება, მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების დახმარება.
0-დან 1 წლამდე ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან ის ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა და ამავე დროს დარეგისტრირებულები არინ სოციალური მომსახურების სააგენტოში სამუშაოს მაძიებლად. ყოველთვიური დახმარება ამ შემთხვევაში 100 ლარის თანადაფინანსებას გულისხმობს.

სამედიცინო რეაბილიტაციის მოსარგებლენი არიან 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები. მათ დახმრება გაეწევათ, თუ ოჯახი დარეგისტრიებულია აგრეთვე სამუშაოს მაძიებლად. აქ ქულა განსაზღვრული არ არის, მთავარია დიაგნოზი.

გვაქვს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაც, მეოთხე და მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში, თანხას ვუხდით თითო ბავშვს 100 ლარის ოდენობით, ყველთვიურად. ამასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რგისტრირებულ ყველა ახლშობილ ბავშვზე გაიცემა 300 ლარი,“- აღნიშნა სოფიო ქუმსიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელსაც დაეხმარება მათ, ვისაც სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები დასჭირდება.

„ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამედიცინო დახმარებებისა და მედიკამენტების თანადაინანსება. ვეხმარებით სამედიცი მომომსახურების თანადაფინანსებით პირებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და 120 000 ქულამდე აქვთ. ქულის წარმოდგენა არ სჭირდებათ ვეტერანებს. ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რგისტრირებული, მათი სამედიცინო მომსახურების დახმარება გადასახდელი თანხის 50%-ს შეადგენს, არაუმეტეს 500 ლარისა. იმ პირების დახმარება, ვინც არ არიან ბაზაში, ან ქულა 120 000-ს აღემატება, ვეხმარებით სხვა პრინციპით. დახმარების ოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მიერ გადასახდელ თანხაზე.

გვაქვს ონკოპაციენტების მკურნალობის თანადაფინასების ქვეპროგრამა, სადაც განსაზღვრულია წლიური ლიმიტი 1000 ლარი სამედიცინო დახმარებისთვის, გამოკვლევა, დიაგნოსტიკა, სტაციონარში მკურნალობა და ასევე 300 ლარი მედიკამენტისთვის. აგრეთვე მედიკამენტების თანადაფინანსების ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია, მათი დახმარების წლიური ლიმიტია 100 ლარი.

აგრეთვე, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვისაც ეპილეფსიის, თირკმლის უკმარისობის მესამე-მეოთხე სდატიის, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი აქვთ, მათი წლიური ლიმიტი განისაზღვრება 600 ლარით. 600 ლარის მედიკამენტებით ვეხმარებით აგრეთვე სიმსივნით დაავადებულ მოქალაქეებს,“- აღნიშა სოფიო ქუმსიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციალიტეტის მერიაში ისევ განსაზღვრულია ერთჯერადი დახმარების პროგრამა. ოჯახი, რომელსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 65 000-დან 100 000 ქულამდე აქვს მინიჭებული, თუკი მერიას მიმართავს, დახმარების სახით 50 ლარს მიიღებს.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, სოფიო ქუმსიაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, სოციალურ პაკეტში ცვლილებები შევიდეს და დაფინასნების ოდენობები გაიზარდოს. მისივე თქმით, ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა.


| Print |
FaceBook Twitter Google