საზოგადოება
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა
Საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეს ეხმაურება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა მომავალი თაობისათვის

“დღეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი, ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის.

“თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია “ - მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.

ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის, ყველა მომავალი თაობისათვის. დიდება ჩვენს გმირებს!”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, ჟიული შარტავა დაიბადა 1944 წლის 7 მარტს. იგი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ შარტავას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

| Print |
FaceBook Twitter Google