საზოგადოება
ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება-ირაკლი ღარიბაშვილი
Საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა შენარჩუნდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ვინაიდან ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google