საზოგადოება
რუსეთის მიერ უკრაინაში ქალაქის დაბომბვას კიდევ ორი ბავშვი შეეწირა
რუსეთმა უკრაინაში ჟიტომირის ოლქს შეუტია. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაციამ ქალაქ მალინში მდებარე საცხოვრებელი სახლები დაბომბა- დაიღუპა სამი ზრდასრული და ორი ბავშვი, მათ შორის, ერთ-ერთი 2021 წელს იყო დაბადებული. დანგრეულია შვიდი ერთსართულიანი სახლი.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ გუშინ, 8 მარტს, ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი.
| Print |
FaceBook Twitter Google