საზოგადოება
კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის“ ჟურნალისტი, დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პეტერბურგელი წყვილი ტვიტერზე წერს.

„მომწონს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, ხელებს იქნევდნენ და ზოგჯერ ბოდიშსაც იხდიდნენ, ამბობდნენ, თვითონაც არ იციან რა ქნან და ელოდებიან პასუხს სადღაც ზემოდან. საბოლოოდ უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ სიბრალულისგან დივანთან მიგვიშვეს“, - წერს ფრენკელი.

დავიდ ფრენკელის მეუღლე ვარვარა მიხაილოვა მეუღლის ტვიტს შემდეგნაირად პასუხობს:

-„საზღვრამდე 40 საათი გზაში გავატარეთ, 2 დღე ვუცადეთ საზღვრის გახსნას, [რომელიც გაიხსნა] ზვავსაშიშროების შემდეგ, 8 საათი რუსეთის მხარეზე ვიდექით, 14 საათი ვიცდიდით ქართულ მხარზე, იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დავიდ ფრანკელს მიეღო საქართველოში შესვლაზე უარი - ფორმულირებით „სხვა მიზეზი“.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუს ჟურნალისტს საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ. კერძოდ, 5 მარტს, რუსული ტელეარხის „დოჟდის“ ჟურნალისტი, ფიშმენი არ შემოუშვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google