საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი კაპიტანი მოკლეს
უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლის მიმდებარედ, საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ელი რანგის კაპიტანი, ანდრეი პალი დაიღუპა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის მედიასაშუალებები ავრცელებენ. ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა და სენატორმა ეკატერინა ალთაბაევამ განაცხადეს.

ანდრეი პალი ერთ-ერთია იმ მაღალი რანგის რუს სამხედრო მოსამსახურეთა შორის, რომლებიც უკრაინასთან ომის დროს დაიღუპნენ.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ ხუთი გენერალი დაკარგა, თუმცა კრემლი ამაზე კომენტარს დღემდე არ აკეთებს.
| Print |
FaceBook Twitter Google