საზოგადოება
კახა კუჭავა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს
ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა თავის ფეიბუქ-გვერდზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ჟურნალისტებო და მედიის წარმომადგენლებო გილოცავთ, ქართული ჟურნალისტიკის დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც უკრაინაში, ამ წუთებშიც, პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს - მშვიდობით დაგვიბრუნდით.

დარწმუნებული ვარ, იცით, ჩემი პატივისცემა თქვენი პროფესიისადმი და ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ!

პ.ს. ჩემი ტრადიციული ფოტო მედიასთან ე.წ. ,,ჩამოდგომის” წინ „,- წერს კახა კუჭავა.
| Print |
FaceBook Twitter Google